შსს ვაკეში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის დეტალებს ავრცელებს შსს ვაკეში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის დეტალებს ავრცელებს />


  20:26:30     02-09-2016

შსს ვაკეში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის დეტალებს ავრცელებს

a56260.jpg

დღეს, თბილისის ცენტრში, ფალიაშვილისა და რიგის კუთხეში 36 წლის სოსო ჯოხაძე საკუთარ ავტომანქანაში მოკლეს, მისი თანმხლები ადვოკატი კი - მძიმედ დაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა.  
"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: