"სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს "სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს /> "/> " />


  17:19:55     01-09-2016

"სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს

a56214.jpg

"სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს. ქართული ეროვნული ბალეტის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 7 წელი ზედიზედ მართავდნენ კონცერტებს ყირიმში, ახლა არ სურთ რუსეთში იცეკვონ.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" - ნათქვამია სუხიშვილების ოფიციალურ facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინული ნახევარკუნძული ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.

0

ავტორი: