რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა თბილისში გაიმართება რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა თბილისში გაიმართება />


  11:48:17     01-09-2016

რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა თბილისში გაიმართება

a56180.jpg

2016 წლის 31 აგვისტოს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ აჭარის რეგიონში სოფლად მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს უმასპინძლა.

"ჩვენი ძირითადი ამოცანაა ხელი შევუწყოთ თქვენი საქმიანობის ბიზნესად ქცევას. ხელნაკეთ ნივთებს, თუ მათ თანამედროვე დიზაინი და ფუნქციონალური დატვირთვა ექნება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია თითოეული ოსტატისათვის. ამასთანავე ხალხური რეწვის ტრადიციების დაცვით თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ რეგიონის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში“ - აღნიშნა თავის მიმართვაში ნათია სირაბიძემ.

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრი 15 ოსტატი სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის - ხალხური რეწვის პროდუქციის განვითარება, ბენეფიციარები არიან. პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები და თეორიული სწავლება რეწვის ბიზნესად ქცევის საკითხებზე.

ოსტატებმა ექსპერტებთან ერთად რეგიონში გავრცელებული რეწვის ტრადიციებზე დაყრდნობით ნაწარმის განახლებული დიზაინი შეიმუშავეს.

სამინისტროს მიერ დაფინანსდა მოდერნიზებული პროდუქციის წარმოების ხარჯი და შექმნილი ნამუშევრები ევროპის მოედანზე გამოიფინა. მომდევნო გამოფენა სექტემბრის თვეში ქალაქ თბილისში იგეგმება.

0

ავტორი: