გამოქვეყნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო გამოქვეყნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო />


  21:28:57     31-08-2016

გამოქვეყნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტო

a56143.jpg

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობას ასახელებს და მის ფოტოს აქვეყნებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

0

ავტორი: