17:11:22     30-08-2016
აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოემართებიან
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი საზღვაო ქვეითები მოდიან.
"აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოემართებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ წვრთნებში „მებრძოლი სული 2016", რომლის მიზანიც მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა."-ნათქვამია საელჩოს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
0