ფოლკლორი ჩვენი რეგიონის უმთავრესი სავიზიტო ბარათია ფოლკლორი ჩვენი რეგიონის უმთავრესი სავიზიტო ბარათია />


  15:47:23     30-08-2016

ფოლკლორი ჩვენი რეგიონის უმთავრესი სავიზიტო ბარათია

a56091.jpg

ხელოვანთა შემოქმედებითი გეგმებისა და ახალი პროექტების განხილვის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი რეგიონში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგნელებსა და ქორეოგრაფებს შეხვდნენ.

შეხვედრა მ.კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის შენობაში გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანსამბლის რეაბილიტირებულ შენობა და მუზეუმი დაათვალიერა. 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაემატა ახალი სივრცეები, კერძოდ, მოეწყო ორი ახალი გასახდელი, 4 საგრიმიორო ოთახი და გაფართოვდა სარეპეტიციო დარბაზი.

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დაწვრილებით ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. მთავრობის თავმჯდომარემ მოიწონა კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტები და განსაკუთრებით აღნიშნა საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენის , რეგიონის ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ გამართულ კულტურულ ღონისძიებებში აჭარაში მოქმედი ანსამბლების მონაწილეობა ფინანსდება.

მიმდინარე წელს სამინისტრომ 6 სხვადასხვა ქვეყანაში 13 ანსამბლის მონაწილეობა დააფინანსა.შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ნათია სირაბიძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

აჭარაში სულ 180-მდე ფოლკლორული ანსამბლია,აქედან 29 ანსამბლს სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმებულია 649 შემსრულებელი.აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტიდან აფინანსებს სამ სახლემწიფო ანსამბლს, კერძოდ, მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს „ხორუმი“ და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლს „ბათუმი“.

,,არაერთი კონცერტი, არაერთი ზეიმი გვიხილავს თქვენი უშუალო მონაწილეობით . ღონისძიებები, რომლებიც ერთობლივად იგეგმება ჩვენი ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით - ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის, ჩვენი ხალხის ცნობადობის ამაღლება და ამ მიმართულებით თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის - განაცხადა ქორეოგრაფებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. 0

ავტორი: