ამერიკულმა სასამართლომ ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე კვლავ უარი უთხრა ამერიკულმა სასამართლომ ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე კვლავ უარი უთხრა />


  12:13:52     30-08-2016

ამერიკულმა სასამართლომ ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე კვლავ უარი უთხრა

a56081.jpg

ამერიკულმა სასამართლომ ლეგენდარული "ბითლზის" სოლისტის ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე კიდევ ერთხელ უთხრა უარი.

BBC-ის ინფორმაციით, 61 წლის მარკ დევიდ ჩეპმენმა, რომელმაც ლენონი 36 წლის წინ მოკლა, კვლავ ვერ შეძლო შეწყალების კომისიის დარწმუნება. 

ეს უარი ჩეპმენისთვის რიგით მეცხრეა. შესაბამისად, იგი იუ-იორკში მდებარე მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრების ბოლომდე დარჩება. 

„თქვენთან საუბრისა და საქმის ანალიზის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასთან შეუთავსებელია, ამცირებს თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაულის მნიშვნელობას და შეუარცხყოფს კანონს“, - ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

0

ავტორი: