რეჟისორი ოთარ ეგაძე თავისი შექმნილი თეატრიდან გაათავისუფლეს ?! რეჟისორი ოთარ ეგაძე თავისი შექმნილი თეატრიდან გაათავისუფლეს ?! />


  14:19:11     29-08-2016

რეჟისორი ოთარ ეგაძე თავისი შექმნილი თეატრიდან გაათავისუფლეს ?!

a56040.jpg


... ინფორმაცია რეჟისორის ახლობლებისგან მივიღეთ რეჟისორი 33  წელია ქართული თეატრში მოღვაწეობს, მისი მოღვაწეობის მანძილზე შექმნილი აქვს  50-მდე სპექტაკლი რომლის უმრავლესობა  წლების მანძილზე კრიტიკოსთა და მაყურების დიდ მოწონებას იმსახურებს.  ოთარ ეგაძე იყო თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი (1984  წლიდან  2002 წლამდე ) კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი (19981-1990 წლები)  რუსთაველის თეატრის( (1992-1995 წლებში)  

მისი  და მისი მეგობრების ინიციატივით 1997 წელს  შეიქმნა  თეატრალური სარდაფი რუსთაველზე,  შემდეგ უკვე თეატრალური სარდაფი ვაკეში,  ეს იყო  ექსპერიმენტული სივრცე თავისუფალი თეატრისთვის რომლის მთავარი იდეა იყო, სარეპერტუარო თეატრების გვერდით ყოფილიყო სივრცე რომელიც ერთმანეთს გაუწონასწორებდა, თავისუფალი სივრცე რომელშიც ყველა რეჟისორსა თუ მსახიობს ექნებოდა საშუალება ეთამაშა ან დაედგა სპექტაკლი , რისი პრეცენდენტიც  იმ პერიოდის ქართული თეატრის რეალობაში არ არსებობდა;

თეატრალურმა სარდაფმა თავისი კონცეფციით  და იდეით იმ დროინდელ საქართველოს თეატრალურ სამყაროში  რევოლუცია მოახდინა და მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე (1997-2007 წელი)  თავის მაყურებელს 100-ზე მეტი სპექტაკლი აჩუქა , სადაც მაყურებელსა და მსახიობს შორის არ არსებობდა ზღვარი;

გარდა თეატრალური სივრცისა ასევე ოთარ ეგაძის და ლევან წულაძის ინიციატივით  ვაკის სარდაფის  ბაზაზე 2003-04 წლებში  შეიქმნა სამსახიობო ხელოვნების სახელოსნო რომელშიც სწავლა უფასო  იყო და სახელოსნო წარმატებულად  ემსახურებოდა მრავალი სახელოვანი მსახიობი აღზარდას;

2007 წლიდან თეატრს დამოუკიდებლად არსებობის საშუალება აღარ მიეცა, დიდი  ბიუროკრატიული  სირთულეების გადალახვის მიუხედავად  , რეჟისორი ოთარ ეგაძე დარჩა თეატრში , უკვე ახალი სახელწოდებით „ილიაუნის თეატრი“ .

ამავე პერიოდში შეიქმნა თეატრალური ცენტრი რომელიც 2007 წლიდან  2016 წლამდე ყოველწლიურად   100 მდე სტუდენტს  იღებდა, ხოლო სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად  ოთარის ხელმძღვანელობით  სტუდენტებს ქონდათ საშუალება ეთამაშათ  სპექტაკლებში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად და მათთან თამაშით  მიეღოთ  გამოცდილება  და შეესწავლათ საკუთარი პროფესია;

 2016 წლის  აგვისტოში რეჟისორს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს როგორც თეატრში ასევე  უნივერსიტეტში , უცნობია გათავისუფლების მიზეზიც, თუმცა საახლობლო წრე მიიჩნევს, რომ წლების მანძილზე ხელოვნურად ხდებოდა თეატრალური სივრცისათვის ხელის შეშლა, რამაც საბოლოო კოლაფსამდე მიიყვანა მდგომარეობა. სტუდენტები აღშფოთებული არიან შექმნილი გარემოებით და განმარტებას მოითხოვენ. უნივერსიტეტს ამ თემაზე არანაირი განმარტება არ მოუცია. 0

ავტორი: