რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს საზღვართანაც ჩაატარებს რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს საზღვართანაც ჩაატარებს />


  14:46:37     24-08-2016

რუსეთი სამხედრო წვრთნებს საქართველოს საზღვართანაც ჩაატარებს

a55904.jpg

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა კავკასიის რეგიონში ფართომასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. წვრთნები 18 პოლიგონზე მიმდინარეობს. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ანექსირებულ ყირიმში, ასევე სომხეთში.

ოსური მხარის ინფორმაციით წვრთნები ერთ თვეს გაგრძელდება, რომელშიც ჩართულია 11 ათასზე მეტი სამხედრო, 2 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათგან 300-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, ზალპური ცეცხლის 200-მდე რეაქტიული სისტემა, 400-მდე ნაღმმტყორცნი და 100-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა.

0

ავტორი: