10:48:38     04-05-2011
სამხედრო ხარჯების მაჩვენებელმა იმატა
ახალი გამოკითხვების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედრო ბიუჯეტის ზრდით, მსოფლიოს მილიტარისტულ ტოპ-ათეულს კვლავ სათავეში უდგას. მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელმაც უკანასკნელ რვა წელიწადში ისეთ ქვეყნებს გაუსწრო, როგორებიც არიან, საფრანგეთი, იაპონია და გერმანია.
2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მთელ მსოფლიოში სამხედრო ხარჯების საერთო მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა წელს ამ მონაცემებმა მნიშვნელოვნად იმატა.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობას ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა არ სურს. 2002 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ხარჯების თავდაცვის სფეროში, მთელი მსოფლიოს ხარჯების 46,3 პროცენტს შეადგენდა.
შემდეგ წლებში მისი ოდნავი კლების ტენდენცია წავიდა. დღეისათვის კი, ამერიკული პრესის მონაცემებით, ქვეყანა სამხედრო ოპერაციებსა და შეიარაღებაზე 2-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე მას ამის უფლებას საკუთარი ეკონომიკა აძლევს. 0