ამერიკელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა ამერიკელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა />


  15:56:09     15-08-2016

ამერიკელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

a55584.jpg

თელავის რაიონულმა სასამართლომ აშშ-ს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულ 20 წლის პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უცხოელი ტურისტის ცხედარი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ „სვიანას“ ტერიტორიაზე 12 აგვისტოს იპოვეს. პოლიციამ 13 აგვისტოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული მ. ჭ. დააკავა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 0

ავტორი: