"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”- რატომ მოიკლა თავი 22 წლის ბიჭმა? "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”- რატომ მოიკლა თავი 22 წლის ბიჭმა? /> "/> " />


  14:27:17     12-08-2016

"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”- რატომ მოიკლა თავი 22 წლის ბიჭმა?

a55506.jpg

8 აგვისტოს სამტრედიის სოფელ დაფნარში 22 წლის ბიჭმა პოლიციის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო თავი მოიკლა.

წერილში, რომელიც დემურ სტრურუამ სუიციდამდე დაწერა ნათქვამია, რომ მას სამტრედიის ერთ-ერთი პოლიციელი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. სტურუა წერს, რომ მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში მას სიკვდილით ემუქრებოდნენ. იგი წერილში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.

"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”-წერს იგი.

წერილი 2016 წლის 7 მარტს, 20 საათსა და 10 წუთზეა დაწერილი.


გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. თვითმხილველების თქმით სახლში, სადაც სტურუამ თავი ჩამოიხრჩო, ღამით პოლიციის მანქანა იმყოფებოდა.
0

ავტორი: