4-5 მაისს ნატო საქართველოს საკითხსაც განიხილავს 4-5 მაისს ნატო საქართველოს საკითხსაც განიხილავს />


  10:53:14     03-05-2011

4-5 მაისს ნატო საქართველოს საკითხსაც განიხილავს

a5542.jpg

ნატოს და მისი პარტნიორების მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციები ლიბიასა და ავღანეთში, 4 და 5 მაისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრის მთავარი თემა გახდება.

ნატოს სამხედრო კომიტეტის მეთაურის, ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლთან 54 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები ნატოს მოღვაწეობის სხვადასხვა ფორმატის სამხედრო მოქმედებებს და ალიანსის მეთაურობით წარმოებულ ოპერაციებს განიხილავენ – ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური კომუნიკე იუწყება.

 

დისკუსიის ერთერთი მთავარი თემა ავღანეთში ადგილობრივი ძალებისათვის პასუხისმგებლობის გადაბარება იქნება, რომელიც ამ ქვეყნისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება. საკითხზე მოხსენებით გამოვლენ საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელი ავღანეთში, გენერალი დევიდ პეტრეუსი და მცირე ხნის წინ დანიშნული ნატოს სამოქალაქო წარმომადგენელი, საიმონ გასი.   

 

ცალკე შეხვედრა შედგება ნატოს გენერალური შტაბის ხელმძღვანელებსა და საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებს შორის. განიხილება ჩვენს ქვეყნასა და უკრაინაში, როგორც ნატოს ოპერაციებში მონაწილე სახელმწიფოებში, სამხედრო რეფორმების საკითხები.
0

ავტორი: