12:53:57     11-08-2016
შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგეს
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგეს. 11 აგვისტოს 8 წლის წინ, გორთან ახლოს სოფელ შინდისში, სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული მტრის ალყაში მოექცა, რუს სამხედროებს ორჯერ დაჭირდათ დამხმარე ძალის გამოძახება.
შინდისიდან გასვლაზე არცერთ მათგანს არ უფიქრია, ოცეულიდან მხოლოდ 3 გადარჩა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულებს. ისინი სოფელ შინდისში ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
"დღევანდელი დღე ერთდროულად სამგლოვიარო და საამაყოა, იმიტო, რომ ქართველებს ახლო წარსულში გვყავს ასეთი გმირები, ეს ამბავი თაობებს უნდა გადაეცეთ, როგორც სახელმძღვანელო'-თქვა ლევან იზოროიამ. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულის ახლობლებს მიუსამმძიმრა და მადლობა გადაუხადა.
"აქ მოსვლა ყოველ წელს უკვე ტრადიციაა, ჩვენ მოვდივართ მათ საფლავზე და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მადლობას ვუხდი მათ ოჯახებს, მათ მშობლებს, რადგან მათ ქვეყანას გმირები გაუზარდეს'-თქვა პრეზიდენტმა. 11 აგვისტოს გორში ყოველ წელს ქუთაისიდან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ჩამოდიან. საინჟინრო ოცეულში ქუთაისელები და ვანელებიც იბრძოდნენ.
"რაც დრო გადის უფრო და უფრო მძიმეა გასახსენებლად მათი დაღუპვის ამბავი, მოვდივართ აქ მეომრიალთან ყოველ წელს და პატივს მივაგებთ მათ სულებს. ღმერთმა ქნას, მალე ასრულდეს ის მიზანი, რისთვისაც ისინი დაეცნენ'-ამბობს დაღუპული ჯარისკაცის მამა დავით ჯანელიძე.
შინდისში დღეს იყო 2008 წლის 11 აგვისტოს საომარ მოქმედებებში გადარჩენილი ქუთაისელი ჯარისკაცი, რომელიც შეტაკების ეპიზოდს დღემდე იხსენებს.
"აქვე ახლოს შენობებთან ვიდექით მე და 4 ჯარისკაცი, უცებ გაისმა აფეთქების ხმა, ვიცოდოთ, რომ გვიტევდნენ უკვე ყველანაირი ძალით, მათ შორის რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან, გასვლაზე არ გვიფიქრია, ძლიერმა აფეთქების ხმამ გამთიშა, გონს როცა მოვედი გვერდით დაღუპული მეგობრები დავინახე'-ამბობს ქუთაისელი გიორგი ჯანელიძე, რომელიც იმ დღეს მტრის ტყვიას გადაურჩა. შინდისში დღეს იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. შინდისიდან ლევან იზორია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
0