12:16:09     10-08-2016
"ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული”
თავდაცვის მინისტრების ცვლის სიხშირემ პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, 4 წელიწადში 4 ახალი მინისტრი არ არის იდეალური.
მარგველაშვილმა ლევან იზორიასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს შორის დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქართული ჯარისთვის სასარგებლო არ არის.
”მე არამგონია უნდა ვაკეთებდე თინა ხიდაშელის კომენტარის შეფასებას. ჩემი მიზანია, რომ თავდაცვის სამნისტრომ მაქსიმალურად გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ არმიას იმისთვის, რომ იყოს ბრძოლისუნარიანი და ეფექტური. მოემსახუროს ქართველი ჯარისკაცების ინტერესებს. იყოს მზად გამოწვევებისთვის. თვალი მოვკარი, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ახალ მინისტრს შორის გარკვეული დისკუსია მიმდინარეობდა. მე ვფიქრობ, ეს დისკუსია ამ ეტაპზე არ არის მთლად სასარგებლო ქართული ჯარისთვის. ახლა არჩევნებია და არმია და შეიარაღებული ძალები უნდა იყოს დეპოლიტიზირებული”, - განაცახადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით,ის თავდაცვის ახალ მინისტრთან ინტენისიურ თანამშრომლობას აპირებს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ოთხჯერ ჩაუდგა სათავეში ახალი ხელმძღვანელი.
თავდაპირველად პოსტი ირაკლი ალასანიას ეკავა. მოგვიანებით იგი მინდია ჯანელიძემ ჩაიბარა. ჯანელიძის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამინისტროთ თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. რომელსაც პურველ აგვისტოს მოუწია პოსტის დატოვება და იგი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილე ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.
0