სასწრაფოდ: კახეთში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს სასწრაფოდ: კახეთში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს />


  18:25:38     08-08-2016

სასწრაფოდ: კახეთში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს

a55350.jpg

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, მკვლელობამდე მოდებაძეს კონფლიქტი მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთან, რომელმაც მას სანადირო თოფიდან ესროლა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ცნობილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად. ამასთან, მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მეწილე იყო.

66 წლის, ნოდარ მოდებაძე 1999-2003 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, ბლოკი „საქართველოს აღორძინებიდან“.

0

ავტორი: