13:11:03     08-08-2016
აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გორში თავდაცვის მინისტრი დაესწრო
ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენრალური შტაბის უფროსთან ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გვირგვინით შეამკო გორში გმირების მემორიალი, რის შემდეგაც გორის მე-5 ბრიგადაში ჯარისკაცებთან აგვისტოს ომზე, დაღუპულ გმირებზე და დაკარგულ ტერიტორიებზე ისაუბრა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მებრძოლებს ქვეყნის სამსახურისთვის.
8 აგვისტოს ღონისძიებები გორში გვიან ღამით უკვე 8 წელი ტრადიციად ქცეული სანთლების ანთებით დაიწყო და დილით გაგრძელდა. პარტიების წარმომადგენლებმა სამგლოვიარო მსვლელობები საკუთარი პარტიის ოფისებიდან დაიწყეს და გვირგვინებით შეამკეს მემორიალები გორსა და შინდისში.
0