ვინ არის კახა სამხარაძე და რატომ უარყო მან "ქართულ ოცნებასთან” კავშირი? ვინ არის კახა სამხარაძე და რატომ უარყო მან "ქართულ ოცნებასთან” კავშირი? /> "/> " />


  15:40:34     05-08-2016

ვინ არის კახა სამხარაძე და რატომ უარყო მან "ქართულ ოცნებასთან” კავშირი?

a55233.jpg

დღეს გორის საკრებულოს დაანონსებული სხდომა გაიმართა, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესი დღევანდელი სხდომის ირგვლივ გორის საცურაო აუზის თემამ გამოიწვია. საკითხი დღის წესრიგით 23-ე ნომრად იყო გაწერილი, თუმცა 22-ე საკითხის გატანის შემდეგ "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებმა ათწუთიანი შესვენება მოითხოვეს.


შესვენების შემდეგ კი რეგისტრაცია უმრავლესობამ აღარ გაიარა. მათ შორის ზაზა მეზურნიშვილმა, რომელიც საკრებულოს ლეიბოლისტი წევრია.

"ეს საკითხი საჭიროებს კონსულტაციებს, მე ამ საკითხს არ მივცემ ხმას, რადგან ეს ისეთი თემაა, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევს, ამიტომ ამის ნაჩქარევად გადაწყვეტა არ შეიძლება", - ამბობს მეზვრიშვილი.


სხდომა დატოვეს "ქართული ოცნების" წევრებმაც. სხომას ესწრებოდა აუზის მეპატრონეც, რომელიც პროკურატურამ სულ ცოტა ხნის წინ დაზარალებულად სცნო.


დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან, რომ გიგუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავია, რასაც ოქრუაშვილის გუნდის წევრების სიცრუეს უწოდებენ:


"აქ თქვეს, რომ გიგუაშვილი ოქრუაშვილის ბიძაა. ბოლო პერიოდში აგორებულია სიცრუე, რომ აუზის ირგვლივ ოქრუაშვილის ინტერესი იკვეთება, რაც მხოლოდ პოლიტიკური დემაგოგიაა. დაასაბუთონ, რომ აუზის მეპატრონე ოქრუაშვილის ნათესავია", - აღნიშნავს ოქრუაშვილის გუნდის წევრი ლერი ლაფაჩი.


მანვე სხდომის ჩაშლაში "ქართული ოცნება" დაადანაშაულა და მათ საქციელს უპასუხიმსმგებლო უწოდა.


"თავისუფალი დემოკრატების" წევრი საკრებულოში თამარ თედლიაშვილ თვლის, რომ "ქართულ ოცნებას" საკითხის გასატანად ხმები არ ეყოფოდა, ამიტომ სხდომის ჩაშლა გადაწყვიტეს იმ კონსულტაციების შემდეგ, რაც შესვენების დროს დახურულ კარს მიღმა გაიარეს.


"ბოლოს საკითხზე გამოაცხადეს მოულოდნელად შესვენება, გადაწყვიტეს, რომ ხმები არ ეყოფოდათ ამიტომ მოაწყვეს ეს სპექტაკლი. ცხადია, აქ იკვეთება ვიღაცის ინტერესი. აუზი უნდა მოხმარდეს ქალაქს, თუმცა არ უნდა დაზარალდეს არც მეპატრონე, დაიწყონ ძიება, როგორ ჩატარდა აუქციონი და რა ბედი ეწიათ იმ აქციონერებს, რომლებსაც მანამდე ეკუთვნოდათ საცურაო აუზი, რატომ შეუწყვიტეს მათ იჯარა და რატომ გამოაცხადეს აუქციონი“, - ამბობს თამარ თედლიაშვილი.


დღევანდელ სხდომაზე თბილისიდან მოვლენილი იყო "ქართული ოცნების“ რეგიოული კურატორი კახა სამხარაძე, რომელიც სხდომას დასაწყისიდანვე ადევნებდა თვალს. სამხარაძე სხვა სხდომებზე გორში არავის უნახავს.

"პრესა.ჯი"-ს მიერ დასმულ კითხვას თუ რამ გამოიწვია დღევანდელ სხდომაზე მისი ინტერესი სახმარაძე ასე პასუხობს: "მე არ ვარ რეგიონული კორდინატორი, სხდომა საჯაროა და ,როგორც მოქალაქე ვესწრები".

თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ მისი თანამდებობის შესახებ "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში.


"ბატონი კახა არის ჩვენი კოორდინატორი და აქ გასაკვირი არაფერია თუ სხდომას დაესწრო. ზუსტად ვერ ვიხსენებ იყო თუ არა სხვა დროსაც სხდომაზე, მგონი ერთხელ იყო", - აღნიშნავს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე.

Google-ის საძიებო სისტემაშიც კი კარგად ჩანს კახა სამხარაძის "ქართული ოცნების" წევრობა. რატომ არ ისურვა დღეს მან ამის გაჟღერება, უცნობია!

საკრებულო დღეს 5 საათზე კიდევ შეიკრიბება. მოგროვდება თუ არა ქვორუმი, ამაზე პასუხი თავმჯდომარეს არ აქვს. აუზის თემა სავარაუდოდ მომდევნო სხდომისთვს გადაინაცვლებს. 0

ავტორი: