21:44:34     04-08-2016
გორის რაიონულმა სასამართლომ რამაზ ქოქოშვილი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ არ გაითვალისწინნა გორისა და სამთავისის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას შუამდგომლობა, რომელიც თვლის რომ რამაზ ქოქოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმჯობესია მისი გირაოთი გათავისუფლება და იგი პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოს აზრით, გირაოთი გაშვების შემთხვევაში ქოქოშვილი ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე.
დაკავებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს კვლავ დააყენებს.
რამაზ ქოქოშვილის სასამართლო პროცესზე 2 კვირის წინ 4 პირიც დააკავეს მათ მათ ბრალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 და 366 მუხლებით წაარუდგინეს. დაკავებულებს თავდებში ჩაუდგა გორის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, თუმცა სასამართლომ ოთხივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
ქოქოშვილის საქმის არსებითი განხილვა 26 აგვისტოს გაიმართება.
0