სირიელი გეი მამაკაცი სტამბოლში მოკლული იპოვეს სირიელი გეი მამაკაცი სტამბოლში მოკლული იპოვეს />


  13:24:01     04-08-2016

სირიელი გეი მამაკაცი სტამბოლში მოკლული იპოვეს

a55175.jpg

Pink News-ის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი გატაცების შემდეგ, სირიელი გეი მამაკაცი სტამბოლში გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს.

მოკლული ვისამ სანკარი სირიელი ლტოლვილი იყო, ერთ-ერთი იმ ათასობით ადამიანიდან, ვისაც 2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწია.

თურქული მედიის ინფორმაციით, სანკარი ადრეც მოუტაცებია და გაუუპატიურებია მამაკაცების ჯგუფს, ამიტომ ის თურქეთის დატოვებას ცდილობდა.

მისი მეგობრები ამბობენ, რომ სანკარის სხეულის საოცრად იყო დამახინჯებული. მას აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და მოკვეთილი ჰქონდა თავი. მეგობრებმა მისი ამოცნობა მხოლოდ შარვლით შეძლეს. მათ სამართალდამცველებსაც მიმართეს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ადრე სხვა სახლში ვცხოვრობდით. მხოლოდ იმიტომ დაგვატოვებინეს, რომ გეები ვართ. ხალხი მუდმივად გვაშტერდებოდა. არაფერი გაგვიკეთებია ამორალური. დაახლოებით 5 თვის წინ ვისამი მოიტაცეს, ტყეში წაიყვანეს, სცემეს და გააუპატიურეს. მის მოკვლასაც აპირებდნენ, თუმცა ვისამმა გაქცევა მოახერხა. ამის გამო პოლიციას მივმართეთ, თუმცა - უშედეგოდ"-ამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი. 0

ავტორი: