15:38:13     01-08-2016
სირიაში რუსული ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს
სირიის პროვინცია იდლიბში რუსული ვერტმფრენი "მი-8" ჩამოაგდეს.
ინფორმაციას ადასტურებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან მაშინ გაუხსნეს, როცა ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.
ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩნენ თუ არა ისინი ჯერ უცნობია.
ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ გაუხსნა რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი ჯერ არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, გუშინ "ისლამურმა სახელწმიფომ" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მებრძოლებს რუსეთში ჯიჰადისკენ მოუწოდებს.
0