15:42:05     28-07-2016
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული პროკურატურას ძალადობაში ადანაშაულებს
ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
გიორგი ხაბელაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, დაკავების დროს, ასევე სამმართველოში მუდმივად ხდებოდა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა.
მოსამართლე რომან ხორავამ პროკურორებს გიორგი ხაბელაშვილის განცხადებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება პროცესს, პროკურატურა გიორგი ხაბელაშვილისთვის აღკვეთის ღონოსძიების სახით პატიმრობის გამოყენებით შუამდგომლობს.
პროკურატურის განცხადებით, ხაბელაშვილის მიმალვის საფრთხე არსებობს.
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე და ხაბელაშვილის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
0