17:06:24     27-07-2016
ზემო ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ხ. ამნისტირებულია
ზემო ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ხ. ამნისტირებულია.
1989 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევ გიორგი ხ-ს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006 წლიდან იმყოფებოდა საყოველთაო ამნისტია 2013 წელს შეეხო.
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ განაცხადა რომ სწორედ ისაა ბრალდებული 22 თებერვალს ზემო ფონიჭალაში დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარ დედა-შვილის მკვლელობაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
0