ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს />


  14:21:45     27-07-2016

ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავეს

a54943.jpg

უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა. 2016 წლის 22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს გამოართვა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 ივლისს გამოართვა თანხის მეორე ნაწილი - 5000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს”, - განმარტავენ სუს-ში.

0

ავტორი: