09:37:53     27-07-2016
რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა მსახიობები?
ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე მსახიობი სამსახურიდან გათავისუფლა. ,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, დავით კუნწურაშვილის ბრძანებით, სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან: იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი.
დავით კინწურაშვილის ბრძანება 26 ივლისის რიცხვით არის დათარიღებული და მიზეზად "შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა" სახელდება.
ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე საგანგები განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს, გადადგომისთვის ვადას დღის ბოლომდე მისცა.
0