"ეკლესიაზე თავდამსხმელები ISIS-ის წევრები იყვნენ"- ოლანდი "ეკლესიაზე თავდამსხმელები ISIS-ის წევრები იყვნენ"- ოლანდი /> "/> " />


  16:32:03     26-07-2016

"ეკლესიაზე თავდამსხმელები ISIS-ის წევრები იყვნენ"- ოლანდი

a54901.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის განცხადებით, თავდამსხმელები, რომლებმაც საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიას დაესხნენ თავს, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ.

 
ოლანდმა განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საფრანგეთი გააგრძელებს ISIS-თან ბრძოლას.


შეგახსენებთ, თავდასხმა ეკლესიაზე დღეს მოხდა. ორმა თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა 6 პირი და ყელი გამოჭრა ეკლესიაში მყოფ მღვდელს, 84 წლის ჟაკ ჰამელს.


სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთი მძევალი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.


მომხდარს გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე და თავდასხმას „აბსურდული ძალადობა“ უწოდა.
0

ავტორი: