14:26:55     26-07-2016
დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 15 წელია ძებნაშია
მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც 15 წელია ფედერალურ ძებნაშია.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 58 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოს შსს-მ ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 1991 წელს ფედერალურ ძებნაში გამოაცხადა.
მიმდინარეობს საკითხის განხილვა დაკავებულის ქართული მხარისთვის გადაცემის შესახებ.
0