გორის სასამართლოსთან გუშინ ღამით დაწყებული დაკავებები დღესაც გრძელდება გორის სასამართლოსთან გუშინ ღამით დაწყებული დაკავებები დღესაც გრძელდება />


  15:04:45     22-07-2016

გორის სასამართლოსთან გუშინ ღამით დაწყებული დაკავებები დღესაც გრძელდება

a54813.jpg

გორის რაიონულ სასამართლოსთან გუშინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებულია 4 პირი. თავიდან ისინი დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო დააკავეს, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოზე მყოფ ახალგაზრდებს ბრალი 4 მუხლით წაუყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 4 პირს, სსკ-ის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წაეყენა ბრალი, ერთს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

,,აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 5 პირი, აქედან -4 პირი - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 366-ე, 239-ე და 353-ე მუხლებით. ხოლო 1 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით“-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ადვოკატს გუშინ დაკავებულების დაცვის საშუალება არ მიეცა.

,,მე ვერ გავუწიე მომსახურება გუშინ დაკავებულებს, რადგან, რაკი სასამართლოზე რამაზ ქოქოშვილის ადვოკატი ვიყავი ჩემი დაკითხვა მოწმის სახით მოხდა“-ამბობს იზოლდა რაზმაძე. დაკავებულებიდან 2 ახალგაზრდა ,,ქართული ოცნების“ წევრია.
მათ შორის დღეს საკუთარ სახლთან დაკავებული რატი საბანაძე. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. 0

ავტორი: