შეუცვლის თუ არა გორის რაიონული სასამართლო რამაზ ქოქოშვილს პატიმრობას გირაოთი? შეუცვლის თუ არა გორის რაიონული სასამართლო რამაზ ქოქოშვილს პატიმრობას გირაოთი? />


  13:17:27     21-07-2016

შეუცვლის თუ არა გორის რაიონული სასამართლო რამაზ ქოქოშვილს პატიმრობას გირაოთი?

a54790.jpg

რამაზ ქოქოშვილის საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისაა ჩანიშნული. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეტანის შუამდგომლობით მიმართა. აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს

,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვითხოვთ გირაოთი გაათავისუფლონ ძიების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრებათ ყველა ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენელს, ვინც ამ შეთითითხნილ ბრალდებაში მიიღო მონაწილეობა“-ამბობს დაკავებულის ძმა ლევან ქოქოშვილი.

პროცესი შუამდგომლობის განხილვის საკითხზე საღამოს 17:50 გაიმართება. პარალელურად იმართება აქცია ქოქოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, გორის რაიონულ სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.

0

ავტორი: