შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო />


  12:09:36     21-07-2016

შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში FBI ჩაერთო

a54785.jpg

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) " უკრაინსკაია პრავდას" ბელორუსი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობის გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა:

"ჩვენ დამწუხრებულები და შოკირებულები ვართ პაველ შერემეტის მკვლელობის გამო. შერემეტი თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით სამაგალითო ჟურნალისტი იყო რეგიონში. ის თამაშობდა გადამწყვეტ როლს უკრაინის დემოკრატიაში, მუშაობდა რა მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის კორუფციასა და მმართველობაზე".
კირბიმ განაცხადა, რომ მსგავსი დანაშაული თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა მომხდარიყო.
პაველ შერემეტი 20 ივლისს კიევში, მანქანაში ააფეთქეს.
0

ავტორი: