წუხელ, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ სამი მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ ჭრილობები გადატეხილი ბოთლით აქვთ მიყენებული. ერთ-ერთი დაზარალებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღძრა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.