03:55:10     19-07-2016
გერმანიის მატარებელში ნაჯახით შეიარაღებული პირი შეიჭრა
BBC-ის ცნობით,სამხრეთ გერმანიის ქალაქ ვურცბურგში ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ავღანრთიდან ლტოლვილი ახალგაზრდა მატარებელში შეიჭრა და მგზავრებს ჭრილობები მიაყენა.
დაშავებულია 21 მგზავრი, ხოლო თავდამსხმელი - განეიტრალებულია.
გერმანული სააგენტო DPA წერს, რომ პოლიციის ცნობით, დაზარალებულთა ნაწილისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილოა.
მოზარდის მოტივაცია უცნობია. შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მინიჭებია.
0