13:11:26     18-07-2016
სასწრაფოდ: აღსრულების ეროვნულ ბიუროში ცეცხლი გახსნეს - არიან დაჭრილები
ცოტა ხნის წინ სროლა იყო აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მოქალაქეებს შორის ურთიერთსროლა უწყების ეზოში მოხდა.
შედეგად დაჭრილია ორი პიროვნება. თვითმხილველის თქმით, ორივე დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარს აღსრულებვის ეროვნულ ბიუროსთან კავშირი არა აქვს.
სავარაუდოდ, სროლა მევალესა და კრედიტორის მხარეს შორის მოხდა.
0