17:19:50     13-07-2016
ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება მიმდინარეობს
წელს პირველად, აჭარაში მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს ექსპერტები თანამედროვე ბაზრის შესაბამისი პროდუქციის შექმნაში დაეხმარებიან. 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით „სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტი“ ხორციელდება. პროექტში ამ ეტაპზე ტრადიციული რეწვის 20-ზე მეტი ოსტატია ჩართული და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ამ პერიოდისათვის რეწვის ოსტატებს უკვე ჩაუტარდათ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების 5 ტრენინგი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარების არანაკლებ 4 დარგობრივი ვორკშოპის (სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ, ხის მხატვრული დამუშავება, წნული, ქსოვა, ქარგვა, სამკაულების დამზადება და სხვა) ჩატარება და აღნიშნულ ტრენინგებსა და ვორკშოპებზე დაყრდნობით ტრადიციული რეწვის პროდუქციის განახლებული ხაზის (დიზაინი, ფუნქციური ჯგუფები) შექმნა.
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ხელოვნების უნივერსიტეტში ტრენინგების მიმდინარეობას დაესწრო და აღნიშნა რომ, სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრებ ტრადიციული რეწვის ოსტატებს რათა აქციონ თავიანთი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად.
„სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების პროექტის“ ფარგლებში 2016 წლის აგვისტოს თვეში მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრადიციული რეწვის განახლებულიპროდუქციის გამოფენა ქალაქ ბათუმში, ხოლო სექტემბრის თვეში აღნიშნული პროდუქცია უკვე ქალაქ თბილისში გამოიფინება.
აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ .
0