14:51:36     13-07-2016
მექსიკური კარტოფილი სოუსით, ანა ტაბატაძის რეცეპტით
მასალა:
კარტოფილი - 1 კგ
ნიორი - სამი კბილი
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ
ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ
ქონდარი - 1 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
მომზადება: გარეცხილ კარტოფილს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კიდევ გარეცხეთ. კარტოფილი სიგრძეზე გაჭერით ოთხად, თავის კანიანად. მოათავსეთ ჯამში და საკმაზები შეურიეთ. ხუთი წუთის შემდეგ, ცხიმწასმულ ე.წ. ჟარუნაზე დაალაგეთ და შედგით ღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე. ძირი რომ მოებრაწება და ოდნავ მოიშუშება, გადმოატრიალეთ და შეწვით მეორე მხარესაც.
სოუსი: ნახევარი ქილა არაჟანი, 100 გრამი მაიონეზი, სამი კბილი ნიორი და ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი შეურიეთ ერთმანეთში და გამომცხვარი კარტოფილის გვერდით, თეფშზე მოათავსეთ.
გემრიელად მიირთვით!
0