ეჭვიანობის ნიადაგზე, ქმრის მიერ 20 წლის გოგონას მკვლელობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს ეჭვიანობის ნიადაგზე, ქმრის მიერ 20 წლის გოგონას მკვლელობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს />


  11:47:24     13-07-2016

ეჭვიანობის ნიადაგზე, ქმრის მიერ 20 წლის გოგონას მკვლელობის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

a54549.jpg

შსს-მ ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ცნობით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 0

ავტორი: