ამბოხებულებს იარაღი შემოაკლდათ ამბოხებულებს იარაღი შემოაკლდათ />


  10:54:08     30-04-2011

ამბოხებულებს იარაღი შემოაკლდათ

a5466.jpg

დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, ლიბიელ ამბოხებულებს იარაღი შემოელიათ. ლიბიის ქალაქ მისურატის ოპოზიციური ნაციონალური საბჭოს ხელმძრვანელი ხალიფ ალ-ზვავი საერთაშორისო თანამეგობრობას, ქალაქის დასაცავად და მუამარ კადაფის ძალების შესაჩერებლად, იარაღის მიწოდებას სთხოვს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი “გარდიანი” იუწყება.

გაზეთის ცნობით, ამბოხებულები ცეცხლსასროლი იარაღის ზღვიდან მიწოდებას ითხოვენ. ალ-ზვავის თქმით, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის მებრძოლები მისურატიდან ლიბიის ლიდერის საბრძოლო შენაერთების საბოლოოდ გაძევებას შეძლებენ.  

 

ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, ოპოზიციონერები კადაფის რეჟიმის დასამხობად, ტრიპოლისკენ გალაშქრებასაც შეძლებენ და დედაქალაქს გაათავისუფლებენ. ჩვენ თავდასხმისათვის განკუთვნილი შეიარაღება გვჭირდება – განაცხადა მან. დასავლეთის კონკრეტული პასუხი ლიბიელი ამბოხებულის ამ კონკრეტულ თხოვნაზე, ჯერჯერობით, უცნობია.
0

ავტორი: