მთავარმა პროკურატურამ "ცენტრ-პოინტის" თანამშრომლები დააკავა
გავრცელებული ინფორმაციით, დილიდან "ცენტ-პოინტის" ხელმძღვანელების
დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პროკურატურა ადასტურებს, რომ უკვე
დაკავებულები არიან სალომე ჩარკვიანი, ირაკლი მინდელი და გუკა რჩეულიშვილი.
გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი "ცენტრ-პოინტის" დირექტორობის
პერიოდს უკავშირდება.
მთავარი პროკურატურის გავრცელებული
ინფორმაციით, უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ
ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
0