“არ ვეთანხმები იმას, რომ ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა” – მაია ნიკოლეიშვილი მაგდა პაპიძის საქმეზე “არ ვეთანხმები იმას, რომ ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა” – მაია ნიკოლეიშვილი მაგდა პაპიძის საქმეზე />


  15:40:55     08-07-2016

“არ ვეთანხმები იმას, რომ ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა” – მაია ნიკოლეიშვილი მაგდა პაპიძის საქმეზე

a54444.jpg

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

“მაგდა პაპიძის დანაშაული ბევრს აწუხებს, და ბევრი მსჯელობს ამაზე, რაც სრულიად გასაგებია; ქალთა აბსოლუტური უმრავლესობა ამას შეუძლებლად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ არ შეუძლიათ ასეთი ქცევის წარმოსახვაც კი! ალბათ, ბევრს ახსოვს ტრაგედია, რომელიც ჩვენთან, თბილისში მოხდა, საბურთალოზე, პავლოვისა და საბურთალოს ქუჩების კვეთის სიახლოვეს, დაახლოებით 1984-85 წლებში. 28 წლის ქართველმა გოგონამ თავისი ორი პატარა ვაჟი მოკლა! კედელზე კი ამოკაწრა: “ხომ გადაგიხადე სამაგიერო!” ქმარს მიმართავდა. თვითონ ჩაბარდა. მერე იხსენებდა, როგორ ეხვეწებოდნენ შვილები, არ მოგვკლა, დედაო! სამწუხაროდ ეს მოხდა! არანაირ პარალელს არ ვავლებ მაგდა პაპიძის საქმესთან. ეს მხოლოდ იმათ გასაგონად, ვისი არგუმენტიცაა: “ქართველი ქალი ამას არ ჩაიდენდა!” სამწუხაროდ, ადამიანი ადამიანია და ეროვნების მიუხედავად, შეუძლია ჩაიდინოს სასტიკი დანაშაული”, – წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
0

ავტორი: