11:52:36     08-07-2016
დალასში დაღუპული პოლიციელების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ტეხასის შტატის ქალაქ დალასში დაღუპული პოლიციელების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაჭრილი კიდევ ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალურ "თვითერზე" ქალაქის პოლიციის ასოციაცია იუწყება.
CNN-ის ინფორმაციით, კიდევ ექვსი დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებული სამართალდაცველები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ხელისუფლების მიერ სამი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ერთი ეჭვმიტანილი კი დალასის ცენტრის მიწისქვეშა ავტოსადგომზეა ბლოკირებული. მასთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
წუხელ ღამით დალასში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა ღია, ჯგუფური სროლა, რომლის მიზანიც რაც შეიძლება მეტი პოლიციელის მკვლელობა იყო. სროლა სნაიპერებმა განახორციელეს. აქციაზე პროტესტის მონაწილეები ლუიზიანასა და მინესოტაში სამართალდამცავების მიერ ფერადკანიანი მოქალაქეების დაცხრილვას აპროტესტებდნენ.
0