17:09:06     06-07-2016
ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია-2016“ მიმდინარეობს
ტურისტული სეზონისა და კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, საბავშვო და ახალგაზრდული ფოლკლორის შემოქმედების განვითარება, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის გრძნობის გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია- ამ მიზნებს ემსახურება ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2016“.
2016 წლის 5 ივლისს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ სამინისტროში უმასპინძლა ფესტივალში მონაწილე კოლექტივების ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„აჭარის მთავრობის პრიორიტეტია აჭარა იქცეს ფესტივალებისა და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრად. საერთაშორისო ფესტივალების განხორციელება ხელს უწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და კულტურული ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს კულტურის როლის გაზრდას რეგიონის მდგრად განვითარებაში“- აღნიშნა ნათია სირაბიძემ.
ფესტივალში „კავკასია-2016“ მონაწილეობას იღებენ 7 ქვეყნის საბავშვო და ახალგაზრდული კოლექტივები: ლატვია, ისრაელი, სომხეთი, ინდოეთი, ირანი, რუსეთი, თურქეთი. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, მხარდამჭერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
0