12:20:14     06-07-2016
მოსამართლე სათათბიროდ გავიდა - რას მიუსჯიან მაგდა პაპიძეს?
ომარ ქაფიაშვილის დედამ დარეჯან მინდიკაურმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება ითხოვა. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ პირმა, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, ყველასთვის საშიშია.
„ვეთანხმები სახელმწიფო ბრალდებას, უნდა შეეფარდოს უვადო პატიმრობა. ადამიანი, რომელმაც ორი ადამიანი დაუნდობლად მოკლა, საშიშია ყველასთვის. მარტო ჩემს ოჯახზე არაა საუბარი, ამიტომ ვითხოვ უვადო პატიმრობას“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა.
მანამდემ კი სახელმწიფო ბრალდებამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკუთარი შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა დავით ნეფარიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ბრალდება მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს დანაშაულის სიმძიმიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან და მისი წარსულიდან გამომდინარე.
დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.
0