11:51:12     06-07-2016
მაგდა პაპიძე: "გთხოვთ, არ დამტოვოთ ცოცხალი... დენის სკამისთვისაც მზად ვარ"
”მე თუ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვიქნები, არ მაქვს სიცოცხლის პრეტენზია. არ მაქვს პრეტენზია არც უვადო პატიმრობაზე. მე დენით სკამისთვისაც მზად ვარ.
გააკეთოს ეს სახელმწიფომ ჩემთვის. მზად ვარ ერმა მომიშვიროს ტყვია. არ მაქვს პრეტენზია ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, რადგან უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება არ მომეცა. დაკავების დღიდან ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. გთხოვთ, ასეთი საშიში მოქალაქე არ დატოვოთ ცოცხალი. ვთხოვ ზემდგომ ორგანოებს, ვთხოვ ჩემს პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ასეთი ადამიანი არ დატოვოს ცოცხალი”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი მოსამართლეს სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას სთხოვს, რაც 16 წელია.
0