ჩინელ აკრობატთა დასი „Tianjin Beauty Arts Troupe”, 2016 წლის 8 ივლისს 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში წარმოდგენას გამართავს. 58 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგენს ჩინურ კულტურას, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, ჩინურ ცეკვასა და სიმღერას, კუნგფუს წარმოდგენას. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის ორგანიზებით.
0