მიხეილ ცხაკაიას მკვლელობაში ბრალდებული თავს „ქართული გაგების მსხვერპლად“ მიიჩნევს მიხეილ ცხაკაიას მკვლელობაში ბრალდებული თავს „ქართული გაგების მსხვერპლად“ მიიჩნევს />


  15:13:50     04-07-2016

მიხეილ ცხაკაიას მკვლელობაში ბრალდებული თავს „ქართული გაგების მსხვერპლად“ მიიჩნევს

a54220.jpg

კანდელაკზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა დემეტრაძის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ქართული გაგების მსხვერპლია“.

ადვოკატმა დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მიხეილ ცხაკააიას მკვლელობაში ბრალდებულის 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს რომ მიხეილ ცხაკაია წინასწარ განზრახვით მოკლა.

სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ცხაკაიას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა დემეტრაძეს წინასწარი პატიმრობაში შეუფარდა. ის წარსულში ნასამართლევია.

შეგახსენებთ რომ მკვლელობა პირველ ივლისს - კანდელაკის ქუჩაზე მოხდა. 31 წლის ცხაკაიას სახლთან - გადაჭრილი სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა.

0

ავტორი: