შვილმა მამა მძიმედ დაჭრა - რა მოხდა კახეთში? შვილმა მამა მძიმედ დაჭრა - რა მოხდა კახეთში? />


  12:06:55     04-07-2016

შვილმა მამა მძიმედ დაჭრა - რა მოხდა კახეთში?

a54204.jpg

თელავის რაიონის სოფელ კისისხევში შვილმა მამა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, მამა-შვილი სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალგაზრდამ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

0

ავტორი: