სოსისის ხვეულები სოსისის ხვეულები />


  13:08:31     30-06-2016

სოსისის ხვეულები

a54142.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 2 ფენა გაყინული ფენოვანი ცომი, ნაწილობრივ გალღობილი
  • 1 მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი
  • 16 (500 გრ.) მჭლე საქონლის ხორცის სოსისი
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 პატარა წვრილად დაჭრილი თავი ხახვი
  • 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
  • 410 გრ–იანი ქილა წვრილად დაჭრილი პომიდორი
  • 1 სუფრის კოვზი ვუსტერის სოუსი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი დიჟონი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ტრადიციული სოუსის ფხვნილი
  • სალათის ფურცლები მოსართავად

~მომზადების წესი~

1. წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე. დიდ საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (კალკა).

2. დაყავით თითოეული ცომის ნაჭერი 9 კვადრატად. მოათავსეთ ერთი კვადრატი ბრტყელ ზედაპირზე. ერთ კიდეზე მოუსვით კვერცხი. დაადეთ ერთი სოსისი. გადაახვიეთ სოსისი ცომში და კვერცხმოსმული მხარე მოაქციეთ ზემოთ. დააწექით რომ კარგად დამაგრდეს. გახსნილი ბოლოთი მოათავსეთ ლანგარზე. გაიმეორეთ იგივე დარჩენილი ცომის, კვერცხის და სოსისის შემთხვევაშიც. დარჩენილი ზედმეტი ცომი შეგიძლიათ აღარ გამოიყენოთ. თავზე წაუსვით კვერცხი. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით. შეაზავეთ პილპილით.

3. აცხვეთ 20–25 წუთით, სანამ სოსისები არ შეიწვება და ცომი ოქროსფრად არ შეიფერება.

4. ამასობაში, საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი. დაამატეთ ხახვი. თუშეთ, დროდადრო 5 წუთით ურიეთ, დარბილებამდე. დაუმატეთ ნიორი, თუშეთ და ურიეთ ორიოდე წუთი, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. დაუმატეთ პომიდორი, სოუსი, მდოგვი, შაქარი, სოუსის ფხვნილი. წამოადუღეთ, დროდადრო ურიეთ. შეამცირეთ ტემპერატურა. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 10 წუთით შესქელებამდე.

5. მიირთვით სოსისის ხვეულები სოუსთან და სალათის ფურცლებთან ერთად.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓

0

ავტორი: