10:36:35     29-04-2011
უკრაინულ-ბელორუსული წრთვნები და ლუკაშენკოს ახირება
უკრიანულ-ბელორუსული სამხედრო სწავლებები გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბელორუსის სამინისტროს პრეს-სამსახურში კი მსგავსი ცნობა არ დაადასტურეს.
მცირე ხნის წინ, ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 აპრილს საჰაერო ძალების ერთობლივი სწავლებები უნდა გამართულიყო. თუმცა, როგორც ირკევევა, გეგმაში ცვლილებებია. მიზეზად უკრაინული მხარე უკრაინის კანონმდებლობას ასახელებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებას არ ითვალისწინებს.
ეს მიზეზი ცოტა უცნაურად გამოიყურება იმ ინფორმაციის ფონზე, რომელიც ორიოდე დღის წინ გავრცელდა. მაშინ უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, სპეციალურად ამ სწავლებებისთვის, უკრაინის ტეროტორიაზე სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების დაშვების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი. სწავლებებში რამდენიმე ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა და ყველაფერი უკვე დაგეგმილი და გაწერილი იყო.
ამიტომ მედია ვარაუდობს, რომ სწავლებების გადადების მიზეზი სულ სხვაა. ცნობილია, რომ 26 აპრილს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთერთ ინტერვიუში, უკრაინის ხელისუფლების და პირადად, ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ, შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. ლუკაშენკო ჩერნობილის კატასტროფის გასახსენებლ სამგლოვიარო ღონისძიებაზეც არ წავიდა და ამის მიზეზად უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა და ქმედებები დაასახელა. 0