გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ შვილს ცხვირზე ხელი ააფარა და სასუნთქი გზები გადაუკეტა"... გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ შვილს ცხვირზე ხელი ააფარა და სასუნთქი გზები გადაუკეტა"... /> "/> " />


  16:27:06     23-06-2016

გამომძიებელი: "მაგდა პაპიძემ შვილს ცხვირზე ხელი ააფარა და სასუნთქი გზები გადაუკეტა"...

a53955.png

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძის საქმის გამომძიებელმა ნუგზარ ნათელაშვილმა პროცესზე ის მთავარი ოთხი მიზეზი დაასახელა, რატომაც მოხდა მაგდა პაპიძისთვის უმძიმესი მუხლით ბრალის წაყენება. მოწმის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ბავშვის განზრახ მკვლელობა იყო.

"თუ ბავშვის გაჩერება გინდა, მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი - პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა -მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს , გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან შვილი დასთან ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა",-განაცხადა ნათელაშვილმა, რომლის დაკითხვაც მეორე დღეა მიმდინარეობს.
0

ავტორი: