10:51:43     28-04-2011
სპეცოპერაცია მახაჩკალაში
მახაჩკალაში სტუდენტი დააკავეს, რომელიც მოსკოვში ნაღმტყორცნის და სხვა სახის იარაღის შეტანას ცდილობდა. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები, დაღესტნის შესაბამისი სტრუქტურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, ოპერაცია დაღესტნის დედაქალაქის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა.
მეხუთე კურსის სტუდენტი და მისი მეუღლე დედაქალაქში დიდი რაოდენობით იარაღის გადატანას აპირებდნენ. ცოლ-ქმარმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ დამნაშავეს გაზის პისტოლეტმა უმტყუნა, რომელიც საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.
დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება. დაკავებულებს დიდი რაოდენობით ნაღმები, ხელის ნაღმტყორცნი და სხვა სახის იარაღი აღმოაჩნდათ. იარაღის გადატანის მიზანი, ჯერჯერობით, უცნობია. 0